|
2021-04-28 13:57:56, 453 ნახვა
საზოგადოება
2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ
2020 წლიდან, საგადასახადო ადმინისტრირებაში, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. დღგ-ის გადამხდელებისათვის ამოქმედდა დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში, უკან დაბრუნების სისტემა, რაც გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. პროცესი ეფუძნება შემოსავლების სამსახურის მიერ, შემუშავებული განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით რისკების შეფასების თანამედროვე სისტემას. აღნიშნული რეფორმის შედეგად, 2021 წელს, გადამხდელებს ავტომატურად, ყოველგვარი შეფერხებისა და მოთხოვნის გარეშე, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი თანხა დაუბრუნდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გაუჩნდა წვდომა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის. დღგ-ის ზედმეტობების მარტივად და დროულად დაბრუნებას, COVID 19-ით გამოწვეული უპრეცენდენტო მასშტაბის მქონე ეკონომიკური კრიზისისა და შეზღუდვების პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)