|
2021-04-27 17:27:28, 645 ნახვა
საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსის მიდებარედ სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა
გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე საზოგადოებრივი სკვერი და მინი სპორტული მოედანი ეწყობა. სამუშაოების შედეგად, დასასვენებელი სივრცე, სპორტული მოედანი და ფიტნეს ზონა გაკეთდება. დამონტაჟდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა, სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება. აქვე მოეწყობა გარე განათების სისტემა და დაიგება ბალახი. სამუშაოებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 999 ლარი არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო, რის გამოც ვერ ხორციელდებოდა მისი რეაბილიტაცია. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით, გაკეთდა პროექტი და ახლა, გლდანის გამგეობა სკვერსა და მინი სპორტულ მოედანს აწყობს. პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობას როგორც სპორტული, ასევე, სარეკრეაციო სივრცე ექნება. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)