|
2021-04-26 11:05:33, 496 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ქურციკების აღდგენის პროექტის წარმატება შსს-ს სასაზღვრო დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველოს თანამშრომლებს და დაცული ტერიტორიების რეინჯერებს მადლობის სიგელები გადასცა. ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქურციკების პოპულაციის აღდგენის პროექტს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლიდან ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ სამუხის ველი სასაზღვრო ტერიტორიაა და დაცული ტერიტორიის სტატუსი არ გააჩნია, პროექტის წარმატებით განხორციელებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასაზღვრო პოლიციის როლი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N4 სამმართველო (დედოფლისწყარო) ქურციკების პოპულაციის დაცვისა და მონიტორინგის პროცესში აქტიურად არის ჩართული. „ქურციკების აღდგენა ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროექტია; აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებზე, სამუხის ველზე, მოხდა ულამაზესი სახეობის, ქურციკის რეპოპულაცია. მოხარული ვარ, რომ პროექტი ძალიან წარმატებულია; მხოლოდ 10 სულით დავიწყეთ და დღეს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, უკვე ქურციკის 150-მდე ინდივიდი ფიქსირდება. ეს ორ უწყებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის წარმატებული შედეგია. ბრაკონიერობის გამო, ქურციკის პოპულაციის აღდგენის რამდენიმე მცდელობა წარუმატებელი იყო. ახლა კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მდგრადი პოპულაცია ყალიბდება, რომელიც ყოველწლიურად მზარდია. ამ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიზიდულობის ზრდის თვალსაზრისითაც. ვაშლოვანი ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ვიზიტორებს შორის, აღნიშნული პროექტის განხორციელებით კი, კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს”, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. ქურციკის აღდგენა საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ვინაიდან ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი, საქართველოში, ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. მას ევროპული დიპლომი პირველად 2015 წელს მიენიჭა; 2020 წელს კი, დიპლომის ვადა 10 წლით გახანგრძლივდა.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)