|
2021-04-24 16:52:10, 687 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს 13 ქალაქში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს 13 ქალაქში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ხელისუფლება არსებული პრობლემის გადაჭრის გზას ისევ ვერ ხვდება. „ის, რომ პრობლემა არსებობს, ამის აღიარება პირდაპირ ხდება. თუმცა, როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა, ამას უკვე ხელისუფლება ვეღარ ხვდება. როდესაც ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ ცდილობენ აქ რობოკოპებით, საპოლიციო ძალებით და რეპრესიული მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ამას მოვუწოდებთ მათ მთელი 180 დღე. იგივე მოწოდება იქნება დღესაც. გადავინაცვლებთ ჯებირთან, დავუძახებთ შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელს. იგივე განცხადების საფუძველზე, რომელიც დღეს გავრცელდა მთავრობისგან, რომ შესაძლებლობა ექნებათ ადამიანებს გადაადგილდნენ ნამოხვანში მშვიდობიანად. წესით ამაზე წინააღმდეგობა არ უნდა გაწიონ, რადგან მათსავე განცხადებაში წერია, შესაძლებლობა გვაქვს გადავადგილდეთ მშვიდობიანად ნამოხვანში“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე: გუმათში - გუმათჰესთან; ბათუმში - ერას მოედანზე; ქობულეთში - ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე; ბოლნისში - ცენტრალურ შესასვლელთან; რუსთავში - გმირთა მემორიალის სკვერში; ზუგდიდში - მთავარ მოედანზე; ფოთში - რუსთაველის რკალთა, კოლხი დედის ძეგლის მიმდებარედ; წყალტუბოში - ტაბიძის მოედანთან; ლენტეხში - რაიონში შესასვლელთან; ყაზბეგში - სტეფანწმინდის მოედანთან; ლანჩხუთში - ჟორდანიას ქუჩაზე; თერჯოლა - ცენტრში, საკათედრო ტაძრის მიმდებარედ; რუისში - აგრალური ბაზრის მიმდებარედ;
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)