|
2021-04-24 14:24:13, 728 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „დროა“ ხელისუფლებას მიმართავს, ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს
პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ხელისუფლებას მიმართავს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, უზრუნველყოს მსხვერპლთა უსაფრთხოება და გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება განმეორებითი ძალადობის საფრთხეს ქმნის. „ბოლო დღეებში ჰომოფობიურ ნიადაგზე სექსუალურ უმცირესობებზე ფიზიკური თავდასხმის რამდენიმე მძიმე ფაქტი დაფიქსირდა. საგანგაშოა, რომ ერთ შემთხვევაში თავდამსხმელი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, სავარაუდო მოძალადე და მსხვერპლი კი ერთსა და იმავე სადარბაზოში ცხოვრობენ, რაც მსვერპლისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირება განმეორებითი ძალადობის საფრთხეს ქმნის. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, მკაცრად ირეაგიროს ჰომოფობიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე, უზრუნველყოს მსხვერპლთა უსაფრთხოება და გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა“,- ნათქვამია განცხადებაში.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)