16:04 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 14:57:10, 627 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძის განცხადებით, არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში იხილონ

კახა კალაძეს არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის შეკითხვას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებაზე.

როგორც მან აღნიშნა, მერობის კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია და მმართველი პარტია ყველა მათგანს, არჩევნებამდე 1-1,5 თვით ადრე დაასახელებს.

„კახა კალაძეს არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ. ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები, ასევე საკრებულოების მიმართულებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics