|
2015-01-31 12:09:09, 990 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო. იგი იყო ნამდვილი პატრიოტი, საქართველოსთვის გულანთებული კაცი. პარტია ,,ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სიკეთით, წესიერებითა და თავმდაბლობით იყო გამორჩეული თამაზ ავდალიანი. იგი ერთგულად ემსახუროდა ქვეყანას და ვალმოხდილი წავიდა ჩვენგან. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თამაზ ავდალიანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. დეპუტატი თამაზ ავდალიანი გუშინ, ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)