10:01 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 11:11:43, 670 ნახვა

სამართალი
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველი აცხადებს, წურწუმია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალის წარდგენა სავარაუდოდ, მოხდება დღის მეორე ნახევარში. არ მგონია საქმის მასალები იყოს იმდენად მოცულობადი, რომ რაიმე დამატებით ღონისძიებებს საჭიროებდეს. რაც შეეხება ნიკოლოზ წურწუმიას, ამასთან დფაკავშირებით ახლა შევდივარ წინასწარი დაკავების იზოლატორში, რომ მოვინახულო ბრალდებული და გავესაუბრო. უკვე იქნება დამშვიდებული და ბევრ საკითხთან დაკავშირებით ექნებოდა ფიქრის საშუალება. მას „საქართველოს ბანკში“ მყოფი პირების მიმართ მოთხოვნები არ ჰქონია. მისი განზრახვა ვინმეს დაყაჩაღება არ ყოფილა“, - განაცხადა გიორგი ბარდაველიძემ.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ შეიარაღებული პირი, ნიკოლოზ წურწუმია შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით,  მას მძევლად 7 პირი ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით რამდენიმე საათში დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics