23:03 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 15:13:28, 506 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ.

როგორც სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე განმარტავს მოწმდება თუ რამდენად აკმაყოფილებს სტაციონარული დაწესებულება იმ პირობებს, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციაა შესაძლებელი.

„რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს იმ დაწესებულებებს სადაც ვაქცინაცია ტარდება, ამასთანავე მოგეხსენებათ რომ მუდმივად ხდება იმ დაწესებულებების რაოდენობის გაფართოება, რომლებიც ერთვებიან იმუნიზაციის პროცესში, სააგენტო კი ახდენს კონტროლს და მონიტორინგს იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში წარიმართოს“, - განმარტავს ზაალ კაპანაძე.

ამ ეტაპზე, „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით პირობები შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, 4  დაწესებულებას უარი ეთქვა „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარებაზე, ხოლო 10-მა დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება. რაც შეეხება „ასტრაზენეკა“-ს  ვაქცინას, შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულება, უარი ეთქვა 2 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 12-მა სამედიცინო დაწესებულებამ, დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics