13:07 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 12:45:13, 521 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას არავინ აპირებს

არავინ არ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ნიკა მელია იყოს განეიტრალებული, შემდგომ კი, პოლიტიკური პატიმრები ოპოზიციასთან და დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ გამოიყენოს.

„უკვე ორი თვეა ნიკა მელია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. თითქმის 2 წელია უკვე ეს საქმე მიმდინარეობს, მაგრამ არც ერთი სასამართლო სხდომა დღემდე არ გამართულა. ამაზე პასუხი მარტივია - ხელისუფლებას არ სურს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. მისი მთავარი ამოცანა არის ნიკა მელია იყოს განეიტრალებული, შემდგომ კი, უკვე პოლიტიკური პატიმრები გამოიყენოს როგორც ოპოზიციასთან, ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ, მაგრამ არავინ არ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას. ნიკა მელია და გიორგი რურუა უპირობოდ უნდა გადავისუფლდნენ საპატიმროებიდან და ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში  დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics