|
2021-04-13 20:52:09, 1739 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის შეერთებული შტარების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ იმოქმედებს მისი საერთაშორისო ინტერესების დასაცავად რუსეთის ისეთი ქმედებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბერ შეჭრა და არჩევნებში ჩარევა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ვალდებულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების მოულოდნელ ზრდასთან დაკავშირებით და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა თავისი მიზანი რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობის დამყარებაზე აშშ-ის ინტერესების შესაბამისად და შესთავაზა უახლოეს თვეებში მესამე ქვეყანაში შეხვედრა, რათა განიხილონ შეერთებული შტატებისა და რუსეთის წინაშე მდგარი საკითხების სრული სპექტრი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)