|
2021-04-13 15:26:03, 898 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინასა და მის შემოგარენში სამხედრო ძალის მობილიზების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის მობილიზების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია. „რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გაზრდა გაუმართელებელი, აუხსნელი და ღრმად შემაშფოთებელია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში და მის გარშემო არსებულ ტერიტორიაზე სამხედრო მობილიზება, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აპრილის დასაწყისიდან მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 17-ჯერ დაარღვიეს, საიდანაც 15-ჯერ დაბომბვა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)