|
2021-04-12 10:16:42, 918 ნახვა
მსოფლიო
ეუთო-ში უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია დაგმეს
ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზებაზე შეშფოთება გამოხატეს და დაგმეს აღნიშნული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულზე ეუთო-ში 10 აპრილის შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედებების შესახებ განმარტება უნდა გაეკეთებინა, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. პორტუგალიამ ევროკავშირის სახელით შეშფოთება გამოხატა აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესსებისა და უკრაინის საზღვარზე, ასევე ოკუპირებულ ყირიმში რუსული ჯარების გადაადგილების გამო. დიდმა ბრიტანეთმა „მეტი გამჭვირვალობა“ მოითხოვა რუსეთის არმიის ქმედებებთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება მოსკოვის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსგავსი პოზიციები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ასევე გამოხატეს საქართველომ, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და თურქეთმა.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)