|
2021-04-07 11:03:43, 730 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, არმან ხოჯოიანთან და სომხური დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ აგრარული მიმართულებით ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. არმან ხოჯოიანმა პანდემიის პირობებში სომხეთის რესპუბლიკაში ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე აგრარული პროდუქციის ექსპორტის და ამ კუთხით ადგილწარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის და ეტიკეტირების წესის დაცვის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის„საქპატენტი“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არმან ხოჯოიანი ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც იმყოფებოდა, სადაც რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საქართველოს მხარის მიერ შემუშავებულ სტრატეგიას და გამოცდილებას გაეცნო. მინისტრის მოადგილე დაინტერესდა და ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში მიმდინარე ვენახების კადასტრის პროგრამის შესახებაც. კადასტრი მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს- ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)