02:10 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 14:57:16, 1069 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის დადგენილების თანახმად ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების ტექნიკურ პირობებში ცვლილებები შევიდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, შეიცვალა ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სავალდებულოა  სისტემაში ჩართვამდე და სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ავტოსადგომის მფლობელმა უზრუნველყოს, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ ონლაინ ფორმატში, ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელება.

ამასთან, ვიდეომეთვალყურეობის ოპერაციული სისტემის შერჩევისას, ავტოსადგომის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოფა, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ ლიცენზირებულ სისტემებს უნდა შეესაბამებოდეს.

დეტალური ინფორმაცია დადგენილებაში შესული ცვლილებების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5134652?publication=0

აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია საზღვარზე გადაადგილებული სატვირთო გადაზიდვებისათვის თანაბარი, სამართლიანი და კანონშესაბამისი წესების დაცვის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაკეთილსინდისიერად საზღვარზე არსებული რიგის დარღვევის და ზოგიერთი სატვირთო ავტომანქანის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობის  შესაძლებლობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის მართვის სამმართველოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ავტოსადგომების მფლობელებთან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან, როგორც ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების, ასევე, დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების შესახებ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics