11:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 13:23:17, 973 ნახვა

რეგიონი
ნერგის სერტიფიცირების საკითხზე აჭარის ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID CNFA) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში,  აჭარაში, ფერმერებს და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებსსარგავი მასალის სერტიფიცირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს.

მენერგეებს სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების საერთაშორისო სტანდარტები, სანერგის კვალიფიციურობის მიღების კრიტერიუმები, ამ მიმართულებით მოქმედისაკანონმდებლო ბაზა და სანერგის მართვის სისტემები გააცნეს; ასევე, ცენტრის თანამშრომლების მიერ შემუშავებული სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარული ჟურნალების საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად წარმოება ასწავლეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგროსერვის ცენტრს, რომლის საკოლექციო ნარგაობაში ციტრუსოვანი და კენკროვანი კულტურების ძველი ქართული და უცხოური ჯიშებია დაცული, ჯიშების  საერთაშორისო მახასიათებლებით (UPOV< CPVO, biodiversity international) აღწერაში, კატალოგის შექმნასა და საკოლექციო ნარგაობებეში დამაგრებაში დაეხმარება.

USAIDCNFA-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციაში ხელშეწყობას და სპეციალისტების გადამზადებას გულისხმობს, ასევე სანერგე მეურნეობებს შესაძლებლობების გაზრდასა და სერტიფიცირების სისტმების დანერგვაში ეხმარება.

საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სერტიფიცირების სისტემა უზრუნველყოფს ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და ექსპორტს და დაიცავს მომხმარებელს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics