02:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 12:42:01, 666 ნახვა

საზოგადოება
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ 15 მაისს ჩანიშნული აქცია ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციები ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

მისი თქმით, ქვეყანაში მესამე ტალღა ახლოვდება და შეზღუდვების დაცვა აუცილებელია.

„ჩვენი ოპონენტების სიტყვა არ დაიჯერება. ისინი ტყუილს ტყუილზე ამატებენ. ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება პანდემიისა და მისი სერიოზულობის მიმართ ცნობილია, მათ შორის 15 მაისს ჩანიშნული მიტინგიდან გამომდინარე. ჩვენ ვნახეთ მათგან საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. საქართველოში ვრცელდება ტყუილი, რომ „კომენდატის საათის“ შეზღუდვა იყოს თითქოს რაიმე ქართული გამოგონება. გადახედონ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს, თითქმის ყველგან მოქმედებს „კომენდატის საათზე“ შეზღუდვა. ეს მესამე ტალღა ჩვენსკენ მოექანება და არ არის გამორიცხული, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება დაცული ყველა რეგულაცია, ეს შეზღუდვა ჩვენამდეც მოვიდეს და შემდეგ ყველა დაიწყებს ვაი ვიშვიშს. ამიტომ, ჯობია, აქედანვე სერიოზულად მოიქცეს ყველა და დაემორჩილონ იმ წესებს, რომელიც არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 196-ით გაიზარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics