|
2021-03-24 02:14:02, 552 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე : ვაქცინაციასთან დაკავშირებით მივყვებით იმ პრაქტიკას, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებს აქვთ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სტუმრობისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა და განაცხადა , რომ სიტუაცია ამჟამადაც სათანადოდ კონტროლდება: „ჯარში ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ მაღალ დონეზე, ჩვენი ციფრებიც ამას მეტყველებს, არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ, რომ ჯარში გვქონოდა აფეთქება პანდემიის თვალსაზრისით, თუმცა ეს ვერ ვნახეთ“. სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჯარისკაცები რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან, შესაბამისად, ისინი მომდევნო ეტაპებზე აიცრებიან. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მყოფი ქართველი სამხედროების ვაქცინაციას საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ: „მათი ვაქცინაცია დაწყებულია და სანამ ჩვენ სამხედროებს სამშობლოში დავიბრუნებთ, პარტნიორები მათ ვაქცინაციას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)