|
2021-03-23 16:51:30, 858 ნახვა
პოლიტიკა
თეა ახვლედიანი - მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს
მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის არის მზად და თბილისი არ პასუხობს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზებთან დიალოგი არასდროს შეუწყვეტია. „უმაღლეს დონეზე მრავალჯერ, ზუსტად იმავე საჯარო სივრცეში და ზუსტად იმავე გზით, არაერთხელ გავეცით პასუხი. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამ დიალოგისთვის დეპოლიტიზებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესებში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დონეზე. ეს გაცხადდა მრავალჯერ როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ, ჩემ მიერ, ასევე სხვა კოლეგების მიერ არაერთხელ საჯაროდ. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციას და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი. გვახსოვს ასევე, რომ აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთხელ გაჟღერდა მსგავსი დიალოგის მზაობა. თუმცა მათ შედეგი არ მოჰყოლია. ნამდვილად მექნებოდა სურვილი, რომ სულ ცოტა ფართო საზოგადოებაში თუ არა, აქ დამსწრე კოლეგებში მაინც მოიხსნას ეს საკითხი. შევხვდეთ და დახურულ ფორმატში განვიხილოთ ეს საკითხები. ამ ეტაპზე, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, რომელიც შეიძლება ჩანდეს, რომ ხელს უშლის დიალოგს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ კონკრეტული გზებით განვიხილოთ როგორ შეიძლება ისეთი დიალოგი ვაწარმოოთ, რომელიც ჩაითვლება დიალოგად“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)