|
2021-03-22 18:01:58, 1318 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა
დღეს, კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია გაიმართა, რომელიც წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს 22 მარტს მიეძღვნა. ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მარადმწვანე და ფოთლოვანი ნერგებით ამარაგებს. ნერგების შეძენას ფინანსურად შცედეთის მთავრობა უზრუნველყოფს. ამჯერად „ორქისელებმა“ კასპელებს კავკასიური, ელდარის ფიჭვის, ნუშის, ბროწეულის და წაბლის ნერგები ჩამოუტანეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საჯარო სკოლებსა და მუზეუმებს გადაეცათ. აქციის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პასუხისმგებლობის გაზრდა. დარგვის აქციაში მოსწავლეებთან და "ორქისელებთან" ერთად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისი“ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის. #ბუნებისდაცვაჩვენივალია #კასპი2021
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)