|
2021-03-19 01:11:48, 522 ნახვა
პოლიტიკა
დანიელსონი - კრიზისის გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ
"პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ" - – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიატორების მონაწილეობით ქართულ ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ევროკავშირმა და აშშ-მა გულმოდგინედ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ მხარეებისთვის, რომ მიეღწიათ შეთანხმებას არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავს, რომ ქართველი ლიდერები შეძლებენ, სრული ყურადღება დაუთმონ „კოვიდსა“ და მის სოციო-ეკონომიკურ შედეგებს, წინ წაიწიონ ევროკავშირის დღის წესრიგში და დაიცვან საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც არის ეს ქვეყანა. გარკვეული მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმის რამდენიმე ასპექტთან დაკავშირებით და ეს მისასალმებელი და გარდაუვალი საკითხებია კრიზისის. თუმცა, სხვა საკითხებში ნაკლები პროგრესი იყო. მე გავემგზავრები ბრიუსელში და მოვახსენებ ამაზე პრეზიდენტ მიშელს. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავლის პოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ, ეს აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და მისი ევროპული მისწრაფებისთვის. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ახლა სერიოზულად დაფიქრდებიან ამ ვითარებაზე და გასავლელ გზაზე, ექნებათ კომპრომისის აუცილებელი სურვილი, რომელიც მედიაციის წარმატებული შედეგის შესაძლებლობას იძლევა. მე მჯერა, რომ ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს“, – განაცხადა დანიელსონმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)