04:26 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 18:21:03, 532 ნახვა

პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივანი ნიკა მელიას დაკავებაზე - აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი

ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე, აუცილებელია მოიძებნოს გამოსავალი, - ამის შესებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას.

„ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია მთავარ ღირებულებებზე, ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ა.შ, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ჩვენი ყველა მოკავშირისთვის, შესაბამისად, ამიტომ ვუწევთ ჩვენ აქტიურად საქართველოს მხარს, რომ მათ ამ მიმართულებით ბევრი რეფორმა განახორციელეს, დახვეწეს თავდაცვის სისტემა და ნატო ძალიან აქტიურად უჭერს ამ ყველაფერს, უკვე მრავალი წელია მხარს. სწორედ ამიტომ ჩვენი მოკავშირეები განიცდიდნენ იმ ფაქტს, რომ ძალიან დიდი პოლიტიკური დაძაბულობა იყო საქართველოში და ის მოვლენები, რაც განვითარდა, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ირგვლივ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოიძებნოს გამოსავალი და საქართველომ შეძლოს დემოკრტიულად რეფორმების გატარების გაგრძელება, სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირი მედიაციის ძალისხმევას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics