|
2021-03-17 17:51:25, 779 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე შშმ პირთა დღის ცენტრში არსებულ ვითარებას გაეცნო
დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, შშმ პირთა დღის ცენტრში, არსებულ ვითარებასა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. შშმ დღის ცენტრი სრულად უზრუნველყოფილია ჰიგიენური რესურსებისა და დამცავი საშუალებების მარაგით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით. დღის ცენტრით 6-დან 18 წლამდე 10 ბავშვი სარგებლობს სხვადასხვა სახის მომსახურებით, როგორებიცაა არაფორმალური განათლება, სოციალური უნარების განვითარება, კვება და ტრანსპორტირება. ბენეფიციარები სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით. დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა, საჭიროებაზე მორგებული მომსახურება, ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)