|
2021-03-17 17:11:38, 769 ნახვა
სამართალი
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი წარადგინა. აღნიშნული კანონპროექტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, რაც ხელს შეუწყობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი მუხლი. 286 პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შემთხვევაში. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე სხვა კიბერდანაშაულებისათვის. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატემა 2862 მუხლი, რაც ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ინიცირებული კანონპროექტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსის კიბერდანაშაულის თავში. მათ შორის, ცალკე დამამძიმებელ გარემოებად გამოიყო კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ. კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკა. დამნაშავეთა მხრიდან მუდმივად იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები და მეთოდები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომელიც ერთი მხრივ, უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)