10:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 16:29:40, 614 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - მოსამართლემ უდანაშაულო არასრულწლოვნისთვის გამამტყუნებელი განაჩენით უზენაეს სასამართლოსში კარიერა აიწყო

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამამტყუნებელი განაჩენით კარიერა აიწყო.

გიორგი გელხაურმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რითაც ზ.ხ-ს ბრალეულობა მტკიცდებოდა და ეს საქმე აუცილებლად მივა სტრასბურგამდე.

„ეს ისეთივე უკანონო გადაწყვეტილებაა, როგორც სტურუამ მიიღო წინა სასამართლო პროცესზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაკლებად საინტერესო იყო რამდენ წელს განუსაზღვრავდა არასრულწლოვანს მოსამართლე, აქ უფრო მნიშნელოვანია ის, რომ უდანაშაულო არასრულწლოვანს, რომლის ბრალეულობაც არაფრით არ მტკიცდება, დღეს სტურუამ 10 წელის და 6 თვე გამოუტანა.

სტურუამ ამ გადაწყვეტილებით აიწყო კარიერა და მალე ვიხილავთ მას უზენაეს სასამართლოში, სადაც დაუფასებენ დღევანდელ და წინა გადაწყვეტილებას.

ჩვენ გავასაჩვრებთ ამ გადაწყვეტილებაზე და გარწმუნებთ, რომ სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე.

სტურუა არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე და როგორი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს სასამართლომ“, - განაცხადა გიორგი გელხაური





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics