|
2021-03-16 12:24:04, 451 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე - ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პოზიტიური გავლენა იქონიოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ვლადიმერ პუტინია
ვთვლი, რომ რამდენად რთული და მძიმეც არ უნდა იყოს რუსეთთან საუბარი, ეს აუცილებელია, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსულ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური გავლენა იქონიოს, ვლადიმერ პუტინია. „მე ვთვლი, რომ რამდენად რთული და მძიმეც არ უნდა იყოს რუსეთთან საუბარი, ეს აუცილებელია. ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემები რუსეთთან, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ადამიანი რუსეთში, რომელსაც შეუძლია რომ პოზიტიური, ასევე ნეგატიური გავლენა იქონის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვლადიმერ პუტინია, ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ მოსახლეობას სურს რეალურად შეცვალოს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკა, მაშინ აუცილებელია საუბარი ამ ადამიანთან, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოახდინოს გავლენა ამ პოლიტიკაზე. მე მიმაჩნია, რომ შესაძლებლობა ვისაუბროთ რუსეთის პრეზიდენტთან, პოზიტიურია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)