|
2021-03-15 22:57:47, 582 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და იქით ვეხვეწებით პარტიებს პარლამენტში შემოსვლას, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ
„ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და იქით ვეხვეწებით პარტიებს პარლამენტში შემოსვლას, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი შეთანხმების მიღწევაა, რითაც მრავალპარტიული პარლამენტი მიიღება. „არის არაერთი პუნქტი იმ მონახაზში, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და, ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ამ შეთანხმებაში ოპოზიცია, არის მათი შემოსვლა პარლამენტში. ანუ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და იქით ვეხვეწებით პრაქტიკულად პარლამენტში შემოსვლას, თან როგორ პარტიებს, რომელებიც გამოირჩევიან საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით, ესენი არიან ერთი პარტიის სხვადასხვა განშტოება, რომელთაც აქვთ დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი ეს პოზიციები. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს, მაგალითად არჩევნები თითქოს გაყალბდა, პოლიტპატიმრები თითქოს არსებობენ, ამით მათ შორის სურთ ბუნებრივია, გადაფარონ საკუთარი დანაშაულებრივი წარსული. თუმცა ჩვენი ამოცანაა არის ის, რომ თუნდაც ასეთ პოლიტიკურ პარტიებთან მივაღწიოთ შეთანხმებას იმისათვის, რომ შედგეს საბოლოო ჯამში მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იქნება 8 მარტის შეთანხმების შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)