|
2021-03-15 00:25:53, 534 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი - პარტიების მიერ წინ წასასვლელი გზის გამონახვა საქართველოს ეროვნულ ინტერესშია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირისთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესში. როგორც დანიელსონმა საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მოლაპარაკებებში წინსვლა საქართველოს ინტერესებშია. „მიზეზი, რატომაც პრეზიდენტმა მიშელმა აიღო ეს როლი და გამომგზავნა აქ, არის ის, რომ მას მტკიცედ სჯერა ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პარტიების მიერ წინ წასასვლელი გზის გამონახვა საქართველოს ინტერესშია, საქართველოს ეროვნულ ინტერესში, ქართველი ხალხის ინტერესში. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ ვდებთ ამხელა ძალისხმევას პარტიების მხარდაჭერაში და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არიან პარტიები ასე ჩართულები“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)