12:52 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 14:23:15, 452 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ოთარ შამუგიას და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მიერ საირიგაციო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტირების განხორცილების საკითხზე იმსჯელეს. სამიზნე ობიექტებად განიხილება ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა ქსელების და ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღდგენა, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „საქართველოს მელიორაციის" ინსტიტუციური და მართვის მექანიზმების გაძლიერება.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსი იასმინ სიდიქი, საქართველოში წყლის რესურსების სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ფრენკ რადსტაკე  და პროექტების მმართველი ავთანდილ ცხვიტავა, ასევე, ბრიტანული საკონსულტაციო ფირმის „ლენდელ მილზი“ ექსპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics