19:34 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 13:42:11, 580 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი - არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის სასჯელი გამკაცრდა და უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა

საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

„სამინისტროს ინიციატივით მიღებულ იქნა ახალი კანონი სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. გამკაცრდა სასჯელი და არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის განისაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთაც. ასევე, აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით შეიქმნა მოძალადეთა მონიტორინგის მექანიზმები“-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწის მიზნით, დაინერგა მნიშვნელოვანი სიახლე  - მოძალადის მიმართ დაწესდა ელექტრონული მონიტორინგი, რაც მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდას უზრუნველყოფს.

„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი გახდა მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics