20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 00:16:02, 2115 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება

თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა, დღეს, სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს, რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც  საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ემყარება.

თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და  ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის.

მინისტრმა ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის.

ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და სამომავლო თანამშრომლობა უნდა დაემყაროს ბოლო წლების მიღწევებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics