|
2021-03-01 13:35:36, 644 ნახვა
საზოგადოება
ავტომინი - თქვენ უკეთ იცით რისი დაზღვევა გსურთ
დღეისათვის ავტოდაზღვევის ბაზარზე არაერთი კომპანია მოქმედებს, რომელთაც სხვადასხვა სახის სადაზღვევო ნაკრებები აქვთ წარმოდგენილი. თუ ავტომობილის დაზღვევა გსურთ, შესაძლოა დაიბნეთ კიდეც და გაგიჭირდეთ შემოთავაზებული ნაკრებებიდან იმ ერთის გამორჩევა, რომელიც სწორედ თქვენზე იქნება მორგებული. თიბისი დაზღვევა ავტომინის ნაკრებით სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ - თავად აირჩიოთ მოცემული რისკებიდან რა არის თქვენთვის მთავარი. ავტომინის შეძენისას მძღოლი ირჩევს შემოთავაზებული დაფარვებიდან სასურველს და თავისივე განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში ადგენს მისთვის მისაღებ ნაკრებს. მართლაც და, მძღოლზე უკეთ ვინ იცის, რისი დაზღვევა სურს? დაზღვევის შეძენისგან ავტომფლობელები ხშირად თავს იკავებენ და იმიზეზებენ სიძვირეს ან ისეთი რისკების დაფარვას, რაც არ სჭირდებათ. მაგალითად, ფიქრობენ, რომ თავისი მიზეზით ავარია არ მოუხდებათ. თუ თქვენც ასე თვლით და მიგაჩნიათ, რომ კარგი და ყურადღებიანი მძღოლი ხართ, რომელიც გზებზე ფრთხილად და წესების დაცვით გადაადგილდება, რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტად? ავტომინისნაკრებითსწორედ სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების დაზღვევა შეგიძლიათ. თუ თქვენი ბრალი არაფერია, მაშინ სანერვიულოც არ გექნებათ - თიბისი დაზღვევა ზიანს აგინაზღაურებთ. ეს პირობა ავტომინის ყველა ნაკრებშია გათვალისწინებული. ამის შემდეგ კი უკვე თავად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი დაფარვები და ნაკრები გაამრავალფეროვნოთ. აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი, რამდენიმე ან ყველა დაფარვა - თქვენ ყველაზე უკეთ იცით რისი დაზღვევა გსურთ:
ავტომინი ყველაზე მოქნილი, მოსახერხებელი და ბიუჯეტური დაზღვევაა, თუმცა ის სხვა ნაკრებებისგან ერთი კონკრეტული უპირატესობით გამოირჩევა - ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა. ყველა სადაზღვევო შემთხვევა აქ თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე, ლიმიტის ფარგლებში, სრულად ანაზღაურდება. რაცშეეხება ანაზღაურების ლიმიტებს, ეს დამოკიდებულია თქვენი ავტომობილის გამოშვების წელსა და ძარის ტიპზე. ზოგადად კი, ლიმიტი შეიძლება იყოს 5 000₾, 10 000₾ ან 20 000₾. ავტომინის შეძენა მარტივია - ამისათვის მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. თუ თქვენ 21-დან 65 წლამდე ხართ, გაქვთ მართვის მოწმობა და ავტომობილს მხოლოდ პირადი დანიშნულებით იყენებთ, მაშინ შეგიძლიათ გადახვიდეთ თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე, სადაც ონლაინ, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შეძლებთ სადაზღვევო პოლისის შეძენას. თიბისი დაზღვევის ციფრულ პლატფორმაზე სხვა მნიშვნელოვან სერვისებსაც ნახავთ, რომელთა დახმარებით დისტანციურად შეძლებთ სადაზღვევო კომპანიასთან მარტივ და კომფორტულ ურთიერთობას. ონლაინ სივრცეში ხელმისაწვდომია როგორც სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენა, ასევე ყოველთვიური პრემიების გადახდა. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასაც ონლაინ მიიღებთ.გადახედეთ ვებგვერდს, გაეცანით სხვადასხვა ნაკრებს და დააზღვიეთ ის, რაც გჭირდებათ.
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)