|
2021-02-28 14:07:18, 721 ნახვა
საზოგადოება
გაუქმდეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, დაგვიბრუნდეს ხეობა, გაუშვან თურქული კომპანია - რას მოუწოდებენ ხელისუფლებას აქციიდან
ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე სიტყვით გამოსვლის დროს აცხადებს, მათი უმთავრესი მოთხოვნებია გააუქმოს ხელისუფლებამ ჰესის მშენებლობა, ხეობა ადგილობრივებს დაუბრუნონ და თურქული კომპანია კი ხეობიდან გაუშვან. მათივე თქმით, ისინი თავიან კუთვნილ მიწას ბოლომდე დაიცავენ. „დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ გამარჯვებული და ნამოხვანჰესი არის გაჩერებული, იმიტომ რომ მე პირადად 90-იანებში დაბადებული ვარ და ამდენი ადამიანი ასე სუფთა სულისკვეთებით და მართლა ყოველგვარი ანგარების გარეშე ერთად შეკრებილი არ მინახავს, ყოველი ჩვენგანი უნდა გავხდეთ მაგალითი იმისა, რომ ყოველგვარი პოლიტიკანობისა და პარტიულობის გარეშე დროშების გარეშე სიმბოლოების გარეშე გაერთიანება შევძლოთ და გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა რაც ხალხს აწუხებს, ეს არის ძირათადი რამ რისი თქმაც დღეს ჩვენ თქვენთვის გვინდა და რის ირგვლივაც ვიტრიალებთ, ეს ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს. არ უნდა ვიყოთ დაყოფილები, არამედ ყველა უნდა გავერთიანდეთ. დღეს ნათელი გახდა, რომ ქართველ ხალხს გაერთიანები შეგვიძლია და ეს არის ყველაზე მეტად სასიხარულო მოვლენა. ჩვენ, ადამიანებმა, რომელიც 12 დღეა რიონის ნაპირზე ვდგავართ, შევცვალეთ ლოკაცია, რადგან ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა ამდენი ხალხის ხეობაში შეკრება. ამიტომ მხოლოდ ამ მიზნით ვიკრიბებით დღეს აქ. გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები ცდილობენ რომ ხეობაში ჩვენსა და პოლიციას შორის ან ჩვენსა და თურქულ კომპანიას დაპირისპირება მოხდეს. ჩვენ როგორც ცივილიზებულ და კულტურულ ერს შეგვიძლია, რომ ისინი სიტყვით, ღირსებით გავყაროთ ისინი აქედან. არ გვჭირდება ჩვენ მათთან ფიზიკური დაპირისპირება. რამდენიმე დეტალზე მივაპყრობ თქვენ ყურადღებას. ჩვენი პროტესტის მთავარი მიზანი არის ის რომ ხეობა, რომელიც ჩვენი კოლექტიური საკუთრებაა არავინ არ ვიცოდით მისი უცხოელისთვის გადაცემის შესახებ. რატომმ უნდა დაუმალო საზოგადოებას ასეთი ამბავი თუკი ის მართლა სარგებლის მომტანი იყო მოსახლეობისთვის. მოვითხოვოთ გაგვიწიონ იმ ათასობით ადამიანს ანგარიში რომელიც დღეს ამ აქციაზე ვდგავართ და უკან წაიღონ ის თავისი დადგენილება, რომელიც არის უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და აღიარონ თავისი დანაშაული. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია, კიდევ ერთხელ ვამბობ აღიარონ შეცდომა, დაგვიბრუნონ ხეობა და ეს თურქული კომპანია გაუშვან აქედან . ვიცი რომ ყველა აღელდით თურქის ფეხების ბაკუნის გამო ნამოხვანში, მე დარწმუნებული ვარ რომ ბეევრი თქვენგანი სწორედ ამის გამო მოხვედით იქ. ჩვენ პატივს ვცემთ სხვა სახელმწიფოებს, თუმცა ნურავინ გაბედავს შეეხოს ჩვენს ღირსებას. თუ ვინმეს გონია, რომ ქვას გვასროლინებენ და მერე გაგვანეიტრალებენ და იტყვიან რომ ეთნიკურ შუღლს ვაღრმავებთ არ გამოუვათ. ქართველ ხალხს საქმის კეთება პარტიულობის გარეშე შეგვიძლია. ნუ გვაშინებენ იმით, რომ გავტყდებით, ჩვენ საკუთარი მიწის დაცვა არასდროს არ მოგვწყინდება, თუ ამ ყველაფერს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ეს იქნება მინიშნება, რომ ის დაპირისპირებას აღრმავებს. ჩავთვლით რომ ისინი არ ფიქრობბენ ჩვენზე და ამ შემთხვევაში ჩვენ მათ დავუპირისპირდებით, არავის არ ვაშინებთ, მაგრამ ნუ გვაიძულებენ ქვებით მოგვიწიოს სროლა, ეს არასწორი ფორმაა. ჩვენ ვიქნებით აქაც, გარეჯშიც და აფხაზეთშიც. ვერავინ ვერ მოგვერევა, რადგანნ სიმართლე ჩვენს მხარეზეა“, - აცხადებს აქციის მონაწილე.
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)