16:17 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 13:45:52, 494 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, ოპოზიციის აქციების განრიგში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება წავა გარკვეულ დათმობებზე, ოპოზიციის აქციების განრიგში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

მისი თქმით, ოპოზიციას აქციები გაუქმებული ჰქონდა იმ იმედით, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულ ნაბიჯებზე წავიდოდა.

„ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია, კიდევ უფრო ღრმა კრიზისი ხელისუფლების არაადეკვატური ნაბიჯების გამო. აქციები იქნება, ჩვენ დაანონსებული გვაქვს უკვე, თუმცა თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics