|
2021-02-27 11:37:27, 862 ნახვა
რეგიონი
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო და კერძო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა. კასპის საზოგადოებრივი ცენტრი მეექვსე ფილიალი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ – გომში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავსა და ბერძენაულში – უკვე ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრები და ადგილობრივ მოსახლეობას 200-ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მომსახურების მიღება ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია. ასევე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ხაშურში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან – შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე რაიონში – ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურა ახლით ჩანაცვლდება. კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „სამშენებლო სამრეწველო გაერთიანება იმერეთი“ აწარმოებს. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „იუსტიციის სახლი“ უზრუნველყოფს.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)