17:29 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 10:04:43, 530 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის პროექტების დასრულებასთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) LEADER პროექტების დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო. მონაწილეებმა პროექტების საბოლოო შედეგები განიხილეს.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული აღნიშნული პროექტების საშუალებით, შესაძლებელი გახდა, საპილოტე მუნიციპალიტეტებში შექმნილიყო ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები და წარმატებით განხორციელებულიყო დაგეგმილი აქტივობები.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ახალქალაქში, დედოფლისწყაროში, ქედასა და ხულოში პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა (GIPA, HEKS-EPER, CENN, Caritas CR) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროცესების დაგეგმვასა და შეფასებაში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთელ რიგ ინსტიტუციურ ცვლილებებს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდას და მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ყველა მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლები და LEADER პროექტების განმახორციელებლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics