|
2021-02-26 09:14:17, 377 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მეტროს ელექტროსისტემის მოდერნიზაცია განხორციელდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროში გასულ წელს დასრულდა ელექტროსისტემის მოდერნიზაციის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. თბილისის მეტროს გვირაბებში დაახლოებით 500 კილომეტრამდე ძალოვანი სადენი შეიცვალა და დამონტაჟდა ახალი, ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი, რომელიც უზრუნველყოფს მეტროს გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. „თქვენ იცით, რომ დავიწყეთ ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია, ასევე, შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ეს სამუშაოები არ ჩატარებულა და შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენდა მათი შეცვლა. დაახლოებით 500 კმ-მდე კაბელები შევცვალეთ და ასევე გამოვცვალეთ გამნიავებელი სისტემა, მთელი აგრეგატები", - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მეტროთი მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს. „ეტაპობრივად მივყვებით სადგურების მოწესრიგებას, ასევე, ახალი ვაგონების შესყიდვაზე იცით, რომ ვთანამშრომლობთ EBRD-თან და ტენდერი დასასრულს უახლოვდება. მალე გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ახალ შემადგენლობებს მოგვაწვდის. ვაახლებთ ძველ ვაგონებს, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, იმისთვის, რომ მეტროთი მგზავრობა და გადაადგილება იყოს კომფორტული", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტის ვიზუალურ ნაწილს. „ალბათ გახსოვთ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამოშლის ფაქტი. ამის შემდეგ ჩვენ მთელი რიგი სამუშაოები გავატარეთ, პირველი იყო კვლევების ჩატარება , თუ რა მდგომარეობაში იყო გვირაბი და გაუძლებდა თუ არა შემდგომ რეაბილიტაციას. იყო თუ არა დამატებითი სამუშაოები ჩასატარებელი. პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ გვირაბი არის მყარი, შესაძლებლებელია რეაბილიტაციაის ჩატარება და ყველაფრის მოწესრიგება. პროექტის ვიზუალური ნაწილი არის წარმოდგენილი და მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდი ზუსტ ინფორმაციას. ამის შემდეგ, ერთად ვიმსჯელოთ თუ რომელი პროექტი განვახორციელოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)