|
2015-10-07 19:33:25, 617 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარს უჭერს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, ძირითადი ყურადღება ძალოვანი სამინისტროების სახელმწიფო დაფინანსების საკითხებზე გამახვილდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები, მაკროეკონომიკური და საპროგნოზო მაჩვენებლები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. მისი ინფორმაციით, 2016 წლის პრიორიტეტად კვლავაც ჯანდაცვა და განათლების მიმართულებები განიხილება, რაც შეეხება ძალოვანი უწყებების დაფინანსებას, ასიგნებები შემდეგნაირად გადანაწილდა: თავდაცვის სამინისტრო - 670 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 595 მილიონი ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 95 მილიონი ლარი. კომიტეტის წევრი, მალხაზ ვახტანგაშვილი თავდაცვის სამინისტროს შიდა პროგრამებზე გათვალისწინებული თანხებით დაინტერესდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტროს ბიუჯეტი ნატო-ს წევრი ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით დაკომპლექტდა, რაც პროგრამებს შორის თანხების გადატანას გულისხმობს და ერთ კოდში მოცემული დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება. კომიტეტმა წარმოდგენილ პროექტს და მის თანმდევ დოკუმენტაციას კენჭისყრით მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)