18:32 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-25 10:43:22, 350 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი“ - ეროვნული არქივის ონლაინ გამოფენა

ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან დღეს, 2021 წლის 25 თებერვალს, 100 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღს ეძღვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა, რომელიც ეროვნული არქივის ვებგვერდზე გაიხსნა: https://archive.gov.ge/ge/2021-1/sakartvelos-okupatsiis-100-tslistavi-2.

გამოფენაზე „საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი" წარმოდგენილია ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინათ საქართველოში მომხდარ სამწუხარო მოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის. მათ შორისაა რუკა, რომელზეც ნაჩვენებია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის მარშრუტი,  მთავრობის ხელმძღვანელთა მოწოდებები და წერილობითი დოკუმენტები, ომის მიმდინარეობის ამსახველი საგაზეთო პუბლიკაციები, ფოტოები და სხვა. საგამოფენო ექსპონატები ნათლად ასახავენ საქართველოს თავგანწირულად ბრძოლასა და 6-კვირიან საომარ მოქმედებს თავისუფლების შენარჩუნებისთვის. 

გამოფენის ექსპონატების ერთი ნაწილით შექმნილია მულტიმედიური გვერდი, დასათვალიერებლად ესტუმრეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/okupaviis-100-tseli-1

ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ჩატარდა, გამოიცა წიგნები, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი და მულტიმედია გვერდი, გაიმართა გამოფენები მატერიალურ და ციფრულ ფორმატში.  ამ მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი www.archive.gov.ge.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics