05:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:29:49, 2522 ნახვა

რეგიონი
ხელვაჩაურში 7 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

მომავალი წლიდან ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში კიდევ შვიდი ახალი საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბაღები იმ  სოფლებში შენდება, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამ დრომდე არ ყოფილა.

დღეს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ ხელვაჩაურის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად  ორ სოფელში, ფერიასა და მახინჯაურში მშენებარე საბავშო ბაღები  მოინახულეს.

„სოფელ მახინჯაურში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 577 000 ლარია გამოყოფილი.  სოფელ  ფერიის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი  526 899 ლარი. ორივე ობიექტზე  სამუშაოებს შ.პ.ს . „ლარგო“ აწარმოებს.  მშენებლობებზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო დასაქმებული არიან ადგილობრივები.

მშენებლობის დასრულების შემდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში განთავსდება საჭირო ინვენტარი, ასევე ბაღი უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით და სათამაშოებით.

მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სრულად კეთილმოწყობის შემდეგ   სხვადასხვა პოზიციაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.  ობიექტი ექსპლოატაციაში მომავალი წლის გაზაფხულზე შევა.

2015 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს 7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობა. მათ შორის ყველაზე დიდია სოფელ ახალსოფელში მშენებარე საბავშვო ბაღი, რომელიც 180 ბავშვზეა გათვლილი“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics