14:11 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 12:23:46, 625 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ჯანჯღარისკენ, რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაა

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ჯანჯღარისკენ, რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს.

„რთულია, რა თქმა უნდა, ამის წარმოდგენა, რომ ასე უხეშად, გამომწვევად არღვევდეს კანონს პარტიის თავმჯდომარე. მაგრამ ამას წარმოდგენა არ სჭირდება ამას თავადაც აღიარებენ. ნიკა მელია ხო ამბობდა, რომ დემონსტრაციულად არღვევს კანონს. თავად მისი მხარდამჭერები ხო აგულიანებდნენ, რომ დაერღვია კანონი. დესტაბილიზაცია აწყობს მხოლოდ ერთ აქტორს. ეს არის რუსეთი. ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა აჯანჯღაროს და ცუდი სურათი შექმნას, რუსეთის ინტერესების ხელშეწყობაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics