09:46 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 12:27:54, 734 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის სეიმის წევრი: ან ევროკავშირს და ნატოს უერთდები - ან კვდები, ამიტომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა

ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ ლიტვის გზა სურთ, თუ ბელარუსის, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიგიმანტას პავილიონმა ენმ-ს ოფისსში, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ქვეყანას სურს ევროკავშირსა და ნატოში შესვლა, უნდა მორჩეს პოლიტიკური დევნა.

„მე შევხვდი ნიკა მელიას და შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს. ლიტვა საქართველოს ძველი მეგობარია და ის არასდროს მიგატოვებთ. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ დიალოგს და იმედი გვაქვს, საშუალება გვექნება, რომ მედიატორობა გავუწიოთ მხარეებს. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ლიტვის გზა სურთ თუ ბელარუსის. როგორც ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, ან ევროკავშირს და ნატოს უერთდები - ან კვდები, ამიტომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური სასამართლო პროცესები და უნდა დაიწყოს ხიდების შენება. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, თუმცა ეს იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ იქნება დიალოგისადმი მზადყოფნა და არა კონფლიქტი", - განაცხადა 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics