|
2015-10-06 18:40:40, 595 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია: დადიანის გამზირის მონაკვეთის შეკეთების სამუშაოების შესყიდვა ლეგიტიმურად განხორციელდა
თბილისის მერია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ცოტნე დადიანის გამზირის („მალაკნების“ ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე) მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა ლეგიტიმურად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის სრული დაცვით და იმ მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, რასაც ტენდერის გამოცხადებისას აღნიშნული კანონი ითვალისწინებდა. „ამასთან, გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტენდერში გათვალისწინებული არ იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 6 აპრილის N3 ბრძანებით განხორციელებული ცვლილება, სრულიად უსაფუძვლოა, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2015 წლის 20 იანვარს, ხოლო ხელშეკრულება შპს „ძამა“-სთან გაფორმდა 2015 წლის 24 თებერვალს. ბუნებრივია, რომ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა კანონში არარსებული ჩანაწერი. 2015 წლის 6 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის N3 ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მე-9 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტის საფუძველზე სატენდერო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ იქნა „მითითება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ წესის მე-11 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-11 მუხლის 21 პუნქტი ითვალისწინებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას“. ზემოაღნიშნული ბრძანება 2015 წლის 6 აპრილიდან ამოქმედდა, ცოტნე დადიანის გამზირის გარკვეული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე კი სახელმწიფო შესყიდვა ცვლილებებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნები ელექტრონულ ტენდერში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)