21:48 - 02 Jul, 2026
|
2021-02-17 15:38:50, 1192 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, აქბარ ყასემი ალი-აბადის შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ირანის დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აქბარ ყასემი ალი-აბადს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართულია რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებისკენ. შეხვედრას ირანის სამხედრო ატაშე ებადოლა მოხთარი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)