20:38 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 12:17:39, 539 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები დედაქალაქში კიდევ 49 ოჯახს დაუკანონდება

საცხოვრებელი ფართები გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს დაუკანონდება.  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მესაკუთრეებს ქონებები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ.

„თბილისის სხვადასხვა რაიონში,  გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდებათ, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო ფართების დაკანონება. აღნიშნული დაკანონების საკითხი გადაიგზავნება საკრებულოში, სადაც მოხდება მისი მხარდაჭერა და დამტკიცება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა  კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით  ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად  შესაბამისი რაიონების გამგეობებს მიმართონ.

„მინდა, იმ ადამიანებს და  ოჯახებს მივმართო, ვისაც აქვთ პრობლემები საცხოვრისთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა გააკეთოთ განაცხადი იმ რაიონების გამგეობებში, სადაც ცხოვრობთ. ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ,  მიმართეთ თქვენივე რაიონების გამგეობებს, სადაც მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტაციის შევსება, რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება. რადგან ასეთი წარმატებულია, ჩვენ  ამ პროგრამას  მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics