23:30 - 16 Jul, 2026
|
2021-02-16 09:55:04, 946 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს
გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც B1525, ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოავლინეს. კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთის გარდა კიდევ ათამდე ქვეყანაშია დაფიქსირებული. მათ შორის დანიაში გამოვლენილია 35 შემთხვევა, ნიგერიაში - 12, აშშ-სა და საფრანგეთში 7-7. შემთხვევების რაოდენობა ხუთზე ნაკლებია განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში. რაც შეეხება ბრიტანეთს, ქვეყანაში დღემდე ახალი შტამის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული. მკვლევრების ცნობით, ვირუსის მუტაცია სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილ ვირუსის სახეობებშიც ფიქსირდება.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)