|
2021-02-15 12:47:43, 733 ნახვა
კომენტარი
DRI 14 წლის მოზარდის საქმეზე - სახეზეა სისტემური პრობლემა
„სახეზეა სისტემური პრობლემა - პასუხისგებელი სამინისტროებისთვის სოციალური მომსახურების სერვისების გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს“ - ასე ეხმაურება DRI ქობულეტში 14 წლის გოგონას გარდაცვალებას. ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ეფექტიანად აწარმოოს გამოიძება. „სახეზეა სისტემური პრობლემა - პასუხისგებელი სამინისტროებისთვის სოციალური მომსახურების სერვისების გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების რაოდენობა მწირია და სრულიად არასაკმარისი იმისთვის, რომ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება შესაძლებელი იყოს. რაოდენობის სიმწირის გარდა, სახელმწიფო რესურსს არ იღებს სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, არ ხდება მათი სპეციალიზაცია. შესაბამისად, სოციალურ მუშაკებს მრავალი მიმართულებით უწევთ მუშაობას, რაც ისედაც მწირი რესურსების უკიდურეს დეფიციტს განაპირობებს. სპეციალიზაციის არ არსებობა და ვიწრო პროფილური კვალიფიკაციის დაბალი დონე კი მუშაობის ხარისხზე აისახება“, - აცხადებენ DRI-ში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)