20:29 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 12:40:26, 470 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე არ იზიარებს განცხადებას, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გამქრალია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე არ იზიარებს განცხადებას, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან არის გამქრალი.

ბაქრაძის თქმით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურს აკეთებს იმისათვის, რომ ცხელი კონფლიქტები  თავიდან იქნას არიდებული.

"რაც შეეხება რადარებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთაშორისო ასპარეზზე მინდა ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საკითხზე.პირველი-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება შემცირდა 1 ქვეყნით, გაიზარდა  და ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის მხარდაჭერა, ევროკავშირთან მიმართებაში ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, ჩვენ გვაქვს არსებით  ღონისძიებათა პაკეტი ნატოსთან დაკავშირებით, ჩვენ წინ მივიწევთ  ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი კონკრეტული მიღწევა და შედეგი საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიზიარებ განცხადებას, რომ რადარებიდან საქართველო არის  გამქრალი და ეს ხელს უშლის მისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას. მნიშვნელოვანია,  რომ ის შედეგები, რაც ჩამოვთვალე საერთაშორისო ასპარეზზე იქნა მიღწეული. რაც შეეხება რადარებს, თუ ის გულისხმობს ცხელ კონფლიქტებს, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ცხელი კონფლიქტები საქართველოში თავიდან იქნას არიდებული",-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ ძნელი იყო რადარებიდან საქართველოს გაქრობის თაობაზე არ დათანხმებოდა ამერიკული მხარის მოსაზრებას, როდესაც გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის პოლიტიკაზე საუბრისას ბარაკ ობამამ მხოლოდ უკრაინის მაგალითი მოიყვანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics