23:47 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 12:03:58, 822 ნახვა

სამართალი
არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის სწრაფი რეაგირების  სამსახურთან ერთად განხორციელებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკირეში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროს განმეორებითი შემოწმებისას, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ უკვე დალუქული იყო, ლუქი დაზიანებული აღმოჩნდა.

„სამართალდამრღვევმა თვითნებურად ახსნა ლუქი და რამდენიმე კვირის მანძილზე უკანონო საქმიანობას ეწეოდა. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე - ტყე (მორი).  განხორციელდა სახერხი დანადგარის დემონტაჟი. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის ორგანოს“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხდებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics