|
2021-02-11 13:53:00, 723 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ, სულ მცირე, ერთი წელი ან წელიწადნახევარი გაგრძელდება
„კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე ერთი წელი, წელიწადნახევარი გაგრძელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, დარწმუნებულია, რომ ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობაში დიდ გარდატეხას შეიტანს. „ადამიანს იმდენად არ ეშინია მომატებული წნევის, როგორც ახალი ვირუსის, ახალი ინფექციების. ამიტომ სერიოზულად შეიცვალა ჩვენი ქცევა გაჩნდა მეტი დეპრესია და ადამიანთა შორის ურთიერთობები უფრო მეტად დაიძაბა. ერთი მხრივ, არის სოლიდარობა და მეორე მხრივ, ყოფით ნიადაგზე აღმოცენებული უფრო მეტი კონფლიქტი. ჯერ კიდევ ეს ვირუსი ბევრ რამეს გვასწავლის. ამიტომ არის საჭირო ამ ერთი წლის გამოცდილების კარგი ანალიზი. ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაცია შეიტანს დიდ გარდატეხას პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ კორონავირუსის ცირკულაცია სულ მცირე ერთი წელი, წლიწადნახევარი გაგრძელდება სანამ არ შეიქმნება მისი ბიოლოგიური იმუნური ფენა საზოგადოებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)